ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში

ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არჩევის შემდგომ, მე მომიწევს ზუგდიდის მაჟორიტარობის დატოვება. მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, რა თანამდებობა მეკავება, როგორ ვიშრომებ ჩვენი სახელმწიფოსთვის და რომელ საჯარო სექტორში ვიქნები, ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდამა ჩიქოვანმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს


