სენაკში ბანკის ყაჩაღობაზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, Საქართველოს ბანკის სენაკის ფილიალზე, ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს.
გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს Მოსამართლემ დარეჯან კვარაცხელიამ მიიღო. Მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება, ანრი ლოლუას, ყაჩაღობას ედავება. Შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. Გამოძეიბის ვერსიით, ანრი ლოლუა სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრში შეიჭრა და მოქალაქეს ცივი იარაღის მუქარით გარკვეული თანხა წაართვა.
Საქმის პროკურორის მარიამ წულაიას, განცხადებით, Ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა და ბრალდებულის მიერ დაუფლებული თანხა – 900 ევრომდე.
“სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული და არსებობდა ბრალდებულის მხრიდან, როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეეები. Შესაბამისად სრულად გაიზიარა ბრალდებულის მხარის არგუმენტაცია და აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. Საქმეზე გამოძიება გრძელდება. Რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. Ამოღებულია დანა და ბრალდებულის მიერ დაუფლებულო თანხა – 900 ევრომდე”, – განაცხადა მარიამ წულაიამ.
Ბრალდებული პროცესს ესწრებოდა, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა და ამ ეტაპისთვის, ადვოკატის მომსახურებაზეც უარი განაცხადა.
Მომდევნო სასამართლო სხდომა 11 მარტს ჩაინიშნა.




