მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე დაიღუპა

მთის გიდი მესტიიდან, ნიკოლოზ ფალიანი რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციების თოვლზე, ყინულსა და კლდეზე – უშბაზე დაიღუპა.
ფალიანი უშბაზე ძმასთან და ტურისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, ოჯახის ახლობლების განცხადებით, მთამსვლელი უშბის კალთიდან გადმოვარდა, ამჯამად გარდაცვლილის ცხედარი მესტიის საავადმყოფოშია. ფალიანი დაბა მესტიაში ცხოვრობს.
„მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე – შენს საყვარელ სივრცეში“ – წერს ოჯახის ახლობელლი.




