ნაკრაში ავარიის შედეგად დაკარგული მესამე მოზარდიც იპოვეს

მესტიის სოფელ ნაკრაში ავარიის შედეგად დაკარგული მესამე მოზარდიც იპოვეს. მაშველებმა 17 წლის საბა გვარმიანის ცხედარს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მიაკვლიეს. დღეს გამთენიისას 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც იპოვეს. მაშველები მოზარდებს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები მდინარე ნაკრაში და მდინარე ენგურში ერთდროულად მიმდინარეობდა. ავარია 2 მაისს მოხდა. სამი მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა გზიდან მოცურდა და მდინარე ნაკრაში გადავარდა.




