ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, სადაც ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. გთვაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:
- უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;
- ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას.
ბოლომდე!
პარტიები:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ევროპული საქართველო
- თავისუფლების მოედანი
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ახალი
- გირჩი-მეტი თავისუფლება
- დროა
- ფედერალისტები.”
ნათვქვამია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრველებულ განცხადებაში.




