stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

არჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკასპორტი

ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა

07.10.2024 / 7 ოქტომბერი 2024
ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა

სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

მისივე თქმით, წინა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 4-ჯერ გაიზარდა სპორტის
ბიუჯეტი და ხარჯები, რაც დაკავშირებულია სპორტთან და რამაც უკვე გამოიღო თავისი შედეგები.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ სპორტულ ნიჭთან ერთად, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ინვესტიციებიც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სპორტულ წარმატებას. თქვენ იცით, რომ გვაქვს უნიკალური მიღწევები 30 წლის თავზე ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად სპორტის ყველა სახეობაში. ფეხბურთელებმა პირველად შეძლეს ეასპარეზათ ევროპის ჩემპიონატზე და იქაც ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, რაც იყო უდიდესი სიხარული და წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ჩვენი კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინიც გავიდნენ ჯგუფიდან და მადლობა ჩვენს კალათბურთელებს ამ უდიდესი წარმატებისთვის. ჩვენმა წყალბურთელებმა უკვე მიგვაჩვიეს, რომ გადიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე და 2-ჯერ დაიკავეს 8 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი ევროპაში. ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ჩვენმა მორაგბეებმა პირველად მოუგეს 6 ერის გუნდებს, დაამარცხეს იაპონია, ასეთი წარმატება ჩვენს მორაგბეთა ნაკრებს არ ჰქონია 30 წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ახალი ამბავი, ოლიმპიელებმა პირველად მიაღწიეს უმაღლეს შედეგს გუნდურ ჩათვლაში, მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს ამისთვის, მათ შორის, აქ დამსწრე
ოლიმპიელებს. ანალოგიურად, ჩვენმა პარალიმპიელებმა მიაღწიეს უმაღლეს ადგილს გუნდურ ჩათვლაში, მადლობა ჩვენს პარალიმპიელებს ამ უდიდესი წარმატებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დაიწყება საგანგებო, 2-მილიარდიანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.


„ჩვენი ვალია, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, დაფინანსება გაიზრდება და დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. სპორტის წარმატებასთან ერთად მუდმივად იზრდება მოთხოვნა, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა არა მარტო ბავშვებში, მოზარდებშიც და ასაკოვან მოსახლეობაშიც არის ძალიან დიდი ინტერესი. განსაკუთრებით ბავშვებში იზრდება მოთხოვნა სპორტზე სიარულის კუთხით და ინფრასტრუქტურა ამას ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ უწყობს ხელს. გვჭირდება სერიოზული ინვესტიციების ჩადება იმისათვის, რომ ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, მაქსიმალურად დაკავდნენ სპორტით. სპორტი ნიშნავს არა მხოლოდ მაღალი მიღწევების კუთხით წარმატებებს, ეს ნიშნავს ასევე ერის ჯანმრთელობას, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. განვითარდება მულტიფუნქციური კომპლექსები ახალი მიდგომით, უნდა მოიცავდეს ყველა მიმართულებას, ყველა სპორტული კომპლექსი, რომელიც აშენდება ქვეყანაში, სპორტული მოედნები, საფეხბურთო, სარაგბო მოედნები, სპორტული დარბაზები და ა.შ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება სპორტის სფეროში. ამ კუთხით გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც ცოტა აღიზიანებს ჩვენს ოპოზიციას, თუმცა აუცილებლად განხორციელდება, ეს არის ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი თბილისისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ თბილისში 2028 წლისთვის ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. სტადიონის მშენებლობასთან ერთად შევიტანთ შესაბამის განაცხადს. არსებული სტადიონები, ცენტრალური, დინამოს სტადიონი ვერ პასუხობს ფინალისთვის დაწესებულ მოთხოვნებს, ახალი სტადიონი მოგვცემს უკვე ამ ყველაფრის საშუალებას. გარდა ამისა, ახალი სტადიონი იქნება სრულად ადაპტირებული, როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის საჭიროებებისთვის და საკონცერტო ინფრასტრუქტურა იქნება სათანადოდ განვითარებული, რის საშუალებასაც დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

შემდეგი პოსტი

ირაკლი კობახიძე: მომავალი წლისთვის პენსიებს 350 და 450 ლარამდე გავზარდით

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

ირაკლი კობახიძე: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

ირაკლი კობახიძე: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი