მელიას და გვარამიას პოლიტიკურ გაერთიანებას „ახალი“ ერქმევა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ტელეკომპანია მტავარის ყოფილი დამფუძნებელი ნიკა გვარამია ერთიანდებიან. მათი გაერთიანების სახელწოდება იქნება “ახალი”, არჩევნებში მონაწილეობას არალი ნომერ 4-ით მიიღებს.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იციან, როგორ უნდა დაძლიონ სირთულეები და უპასუხონ გამოწვევებს.
„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.



