ირაკლი ხახუბია – ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს და ღირსეულ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ

- ქართული ოცნების ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი N 9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად გააკეთა.
„მე ხმა მივეცი ჩვენს ქართულ ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, სიმშვიდეს, განვითარებას, ერთიანობას. გარწმუნებთ, დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს და ღირსეულ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ. ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და შემართება, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებში ვხედავ. დარწმუნებული ვარ, აქტივობა კიდევ გაიზრდება და დღის ბოლოს დამაჯერებელ გამარჯვებას ყველა ერთად ვიზეიმებთ”-განაცხადა კანდიდატმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება

ირაკლი ღარიბაშვილი – მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის საერთო მტერი, მხოლოდ ერთად შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა


