ალექსანდრე მოწერელია – ხალხი კარგად ხედავს, რომ მიუხედავად აშკარა პროგრესისა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად

- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაფიჩხოვოს ლედარსალესა და ხანწკის უბანში მოსახლეობას შეხვდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ გვერდით ვართ, ვიცით მათი ყოველდღიურობის შესახებ. ჩვენი შეხვედრებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაფიჩხოვოს ლედარსალესა და ხანწკის უბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს განხორციელდა – რეაბილიტირდა სკოლები და ბაღები, მოეწყო გზები და გარე განათება, აშენებულია ამბულატორიები. მოსახლეობა განსაკუთრებულად იმ სახელმწიფო პროგრამებით ინტერესდება, რომლებითაც მეწარმეები და ფერმერები ფინანსდებიან და რისი საშუალებითაც მათ ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ. სწორედ ასეთი სახელმწიფო პროგრამით აქ, ამ მხარეში 85 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, რამაც დამატებით სტიმული გააჩინა, რომ სოფლის მეურნეობაში კიდევ მეტი მოქალაქე ჩაერთოს. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პრობლემებიც და ადგილობრივებს მათი გადაჭრის გზებიც გავაცანით. ხალხი კარგად ხედავს, რომ მიუხედავად აშკარა პროგრესისა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმისთვის, რომ ჩვენი სოფელი კიდევ უფრო განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი გახდეს”- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.




