ირაკლი ხახუბია – ბიზნესსექტორისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ,,ქართული ოცნების“ გუნდის მონაპოვარია

- ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ირაკლი ბერაიასთან და ოთარ დანელიასთან ერთად სენაკში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ,,ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარზე – ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის განვითარებასა და ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, რამაც თავისთავად მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.
,,ბიზნესსექტორისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ,,ქართული ოცნების“ გუნდის მონაპოვარია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით.
კიდევ უფრო დაიხვეწა სერვისის მიწოდება. პროექტის ,,სახელმწიფო შენი პარტნიორია“ ფარგლებში, მას, ვინც არის ანდა სურვილი აქვს გახდეს მეწარმე, ფერმერი ან ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში, სახელმწიფო სერვისების მიღება შეუძლია ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
პროექტის ფარგლებში მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/, სადაც მომხმარებელი შეძლებს დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამების შესახებ და ასე შეავსოს განაცხადი.
ბიზნესსექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია” – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ხახუბია – ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანზე ზრუნვა და ეს ღირებულება გამოარჩევს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს

ირაკლი ხახუბია – სენაკს დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალური აქვს, უნდა შევძლოთ მისი ათვისება და მეტი შესაძლებლობების შექმნა


