ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ

- ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარს მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ესტუმრა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაფნის საწარმო შექმნა.
,,დღეს მეფუტკრე მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ვესტუმრეთ. ქალბატონი მარინა წლებია მეფუტკრეობას მისდევს, მისი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით მეწარმემ თაფლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. მარინა ქარდავა ამჯერად 150 ფუტკრის ოჯახს ფლობს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ახალგაზრდა მეწარმე ირაკლი ჩიქავამ, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფნის საწარმო შექმნა. საწარმო ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს. პროგრამით ახალი ბიზნესები (სტარტაპი) დაფინანსდა.
,,სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ. ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ზუგდიდელებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დოვლათის შექმნისა და დასაქმების ზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ – განაცხდა ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მეწარმეებთან მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია იმყოფებოდა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს


