ალექსანდრე მოწერელია ვედიდკარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ვედიდკარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
„ამ სოფელში გუბერნატორობის პერიოდშიც მქონდა შეხვედრები, ვიცი მათი საჭიროებები. ნაწილი პრობლემების უკვე მოგვარდა და ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბანძა-ვედიდკარი-მუხურჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც იყო“. – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ვედიდკარისა და მუხურჩის ადმინისტრაციული ერთეულები გაზიფიცირებულია და განხორციელდა მუხურჩის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია.




