სამეგრელო-ზემო სვანეთის სამ მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. ესენია -ხობი, აბაშა და მესტია.
წინასწარი მონაცემებით, ხობში მას 43,93% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 35,4%, დავით ბაქრაძეს – 13,02%, აბაშაში სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 12 ხმით მოიგო. მას მხარი ამომრჩეველთა 41,64%%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს – 41,54% აქვს, დავით ბაქრაძეს კი 10,61%.
რაც შეეხება მესტიას, მას 56,52% აქვს, რაც 2 485 ხმაა. მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა – 20,92% – 920 ხმა. მესამე პოზიციაზეა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე – 14,53% – 639 ხმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემები ქვეყნის მასშტაბით კი ასეთია, ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მას 38,66% აქვს – 61 4964. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 37,7% – 599 662.




