პრემიერი – მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს

მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს – განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე უბანზე გააკეთა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
“დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მსგავსი სიახლეები

გიორგი ხახუბია – ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს – ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას

ბიძინა ივანიშვილი – დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს


