ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებთ, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ეგზიტპოლების შედეგები არ გააყალბოს, ვინაიდან ამ ტყუილს მოკლე, „რამდენიმესაათიანი ფეხები ექნება“.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ხვალ, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. „ეგზიტპოლს, სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად, 100 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ისინი ამ 2 თვის განმავლობაში აყალბებდნენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ – რამდენიმესაათიანი ფეხები და რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები, ღიმილისმომგვრელი იყო გუშინწინდელი ფაქტი, როდესაც ეგზიტპოლის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, „რუსთავი 2“-მა მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ნინო ჯაფარიძესთან, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა. ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, ვფიქრობთ, ეგზიტპოლის შედეგები ხვალ ჩვენც ინგლისურად ხომ არ გაგაცნოთ. მოვუწოდებთ, „რუსთავი 2“-ს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისა, დადოს სხვა პარტიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებიც“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდებს, უზრუნველყონ არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები

ირაკლი კობახიძე: ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე შევასრულებდით 12 პუნქტს, რათა დეკემბერში საბაბიც არ დავტოვოთ კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად


