მერაბ ქვარაია – იკვეთება, რომ ხალხმა გამოგვიზავნა გზავნილი, რომელსაც წავიკითხავთ სწორად
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა მმართველ გუნდს გზავნილი გაუგზავნა და ცვლილებები მოითხოვა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შედეგების სწორ ანალიზს გააკეთებენ და შესაბამისად იმოქმედებენ.
„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, ბუნებრივია. იკვეთება, რომ ხალხმა გამოგვიზავნა გზავნილი, რომელსაც წავიკითხავთ სწორად და შესაბამის ღონისძიებებსაც გავატარებთ, რომ ვიყოთ ადეკვატურები მოთხოვნების და ვართ დარწმუნებული, რომ ცვლილებების კვალდაკვალ შევძლებთ, ახალ გამოწვევებს პასუხი გავცეთ და სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებები განვახორციელოთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა შედეგი დადოს და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ქვარაიამ.
მსგავსი სიახლეები

მერაბ ქვარაია – ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე მოსახლეობა აიყოლიონ, რამენაირად დაძაბონ სიტუაცია

მერაბ ქვარაია – მე მჯერა, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი შეძლებს ჩვენი ქალაქისთვის უკეთესი მომავლის შექმნას


