ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ. მათი განცხადებით, ზუგდიდში ოპოზიციამ ხელისუფლება დაამარცხა და მეორე ტურზე საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებენ. ისინი ამ წუთებშიც ენმ-ს ზუგდიდის ოფისთან არიან შეკრებილები.
ცნობისათვის, ზუგდიდის N67 საოლქო კომისიაში შემოსული 107 უბნის მონაცემებიდან 65 უბნის მონაცემები უკვე დათვლილია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.


![ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობენ [Live]](https://api.stv.ge/uploads/2018/11/231852146.jpg)

