ხვალიდან ახლადარჩეიული მერები საქმიანობას შეუდგებიან

2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეული მერები საქმიანობას ხვალიდან, 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი მერები შედიან. ახალი მერები ყავთ ზუგდიდის – დავით კოდუა, წალენჯიხას – გუბა საჯაია, ჩხოროწყუს – ჯუმბერ იზორია, მარტვილში – გიორგი ნაჭყებია.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს: ფოთის მერი კვლავ ბექა ვაჭარაძეა, ხობის მერი დავით ბუკია, სენაკის მერი ვახტანგ გადელია, აბაშის მერი გიგა გაბელაია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.




