“თვალებს ნუ მიბრიალებთ” – დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე [ვიდეო]
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, 21-ე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციისწარმომადგენლები და კომისიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საარჩევნო “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა და ბაჩუკი ქარდავა მივიდნენ.
ოპოზიციონერების მისვლას საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პარტიის ლიდერებსა და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის.
“თვალებს ნუ მიბრიალებთ, მე არ მეშინია თქვენი თვალების ბრიალის”-ასე მიმართა 21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავას და მურთაზ ზოდელავას.


