Reuters: ევროპის ქვეყნები 20 ივნისს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირს უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 20 ივნისს ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. გარდა კალასისა მასში მონაწილეობას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.
როგორც Reuters წყარო უყვება, მინისტრები თავდაპირველად კალასს ჟენევაში მდებარე გერმანიის საკონსულოში შეხვდებიან, ხოლო შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე გადაინაცვლებენ.
მოლაპარაკებების მიზანია, რომელიც აშშ-თან კოორდინაციით გაიმართება, ირანის მხარის დარწმუნება, რომ მან მყარი გარანტიები გასცეს იმის შესახებ, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნით განავითარებს.
მოლაპარაკებების შემდეგ ექსპერტების დონეზე სტრუქტურირებული დიალოგი გაიმართება.




![როგორ ვითარდებოდა 20 ივნისს მოვლენები? – კადრები, რომელიც არ გინახავთ [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/06/64916325_10217216559759937_126502785620377600_o-1024x768.jpg)