stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ

14.05.2025 / 14 მაისი 2025
საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ

საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მოამზადა.

განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინა.

„2025 წლის 5 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე. წ. „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act), რომელიც, თავისი არსით, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია.

ე. წ. „მეგობარი აქტი“ ეფუძნება 3 ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).

ე. წ. „მეგობარი აქტი“ საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს.

თუმცა საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, ე. წ. „მეგობარ აქტში“ წარმოდგენილ თითოეულ ცრუ ბრალდებას ფაქტებზე დაყრდნობით გასცეს პასუხი:

1. საქართველოში „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა; კერძოდ, ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ:

– მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა;

– ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა, ხოლო ათჯერ − მათი სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა და დაადასტურა;

– აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს 25-ე ადგილი უკავია;

– ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო უმაღლესი ხარისხის პლურალიზმით. თუ 2012 წლამდე „დიპ სტეიტის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული, დღეს საქართველოს შეუძლია, მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას მაგალითი მისცეს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით უსმენს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ხედავს, რომ მედიას ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც, პრინციპულად, „დიპ სტეიტი“ აკონტროლებს და მართავს;

– ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე სრულად ექვემდებარებოდა „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ კონტროლს. ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს უსწრებს. „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველოს ევროპაში მე-9 ადგილი უკავია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ქართველ მოსამართლეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ საქმეზე ანგარიში, ხოლო შემდეგ, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;

– საქართველოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიო ბანკის კორუფციის არარსებობის ინდექსში კი მას მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში − მე-18 ადგილი უკავია;

– საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმართება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიპ სტეიტს“ საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ორივე არჩევნები იმდენად სამართლიანი იყო, რომ არსებითი დარღვევის ფაქტები და მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდა მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით, რომელთა აუდიტიც შემდგომ ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ განახორციელა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. ამის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების შედეგად შეინარჩუნა, რასაც „დიპ სტეიტმა“ „მწვანე შუქი აუნთო“;

– სამოქალაქო თავისუფლების კუთხით არსებული 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მე-9 ადგილი უკავია. ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი. 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის 5-დღიანი, უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა ისე აღკვეთა, რომ შეკრებების დაშლისას მათი არცერთი მონაწილის ჯანმრთელობას გრძელვადიანი კვალი არ დაჩნევია, მოძალადეთა ქმედების შედეგად კი ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანთა ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, თუმცა ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არ ერევიან. ისტორიულად, შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი, სავარაუდოდ, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას „დიპ სტეიტი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც USAID-ის, NED-ისა და სხვა, მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამასთანავე, 2020 წლიდან დღემდე „დიპ სტეიტი“ ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც საჯარო წყაროებში მრავლად მოიპოვება.

ყველა ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს არა მხოლოდ საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ განცდილ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პროგრესს, არამედ იმასაც, რომ დღეს ის არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

2. საქართველოს „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ასევე უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები. 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განისაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა სრულ მზადყოფნას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, თუმცა ამის საპასუხოდ პარტნიორებისგან თავშეკავებულ პოზიციას იღებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს ხელისუფლება კი არ უქმნიდა, არამედ პარტნიორი ქვეყნები. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. კერძოდ, 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. 2022 წლის მარტშიც მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე, თუმცა მას და ქართველ ხალხს იმავე წლის ივნისში სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებმა, კერძოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და სხვა, მსგავსი ფონდების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს. ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველომ თავისი ხელისუფლების წყალობით, ქართველი ხალხის თანადგომით 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნური დაბრკოლება შეუქმნა იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უთხრა. საქართველო დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს ამგვარ უსამართლო მიდგომას, რომელიც მას ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს უქმნის. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრებას, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ, ასეთ პირობებში კი საქართველოს ზედმეტი აქტიურობა აზრს მოკლებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდება უსაფუძვლოა.

3. ასევე სიცრუეს ეფუძნება ბრალდება საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ:

– იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსეთში არცერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი არ შემდგარა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში რუსეთთან ვაჭრობის წილი 12 პროცენტზე ნაკლებია. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საერთო შემფასებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველო არ უშვებს მისი ტერიტორიის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებას, რაც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს სენატს მოახსენა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომლებიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, აგრეთვე მოლდოვას, რომელიც დსთ-ის წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. ლიეტუვა და ლატვია კი რუსეთში იმაზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს ყიდიან, ვიდრე საქართველო, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. ყველა ეს ფაქტი მოწმობს სიცრუესა და ორმაგ სტანდარტს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული;

– საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით;

– იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მქონე სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, სპეკულაციების სამიზნე მხოლოდ საქართველო გახდა, რაც კვლავ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს.

ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოსადმი „დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ „დიპ სტეიტისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს.

საბედნიეროდ, ამგვარ აბსურდულ გადაწყვეტილებებზე ქართველ ხალხს ადეკვატური რეაქცია აქვს. უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა − ჯორჯ ვაშინგტონმა, ტომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმზ მადისონმა და სხვებმა − ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა.

საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − „დიპ სტეიტმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

შსს – მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე – მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე

შემდეგი პოსტი

პოლიციამ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა – სამ ზუგდიდელს მაშველები ეძებენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი – აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს

გია ვოლსკი – აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს

საგარეო უწყება: ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას

საგარეო უწყება: ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა