ვახტანგ გომელაურმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრველებს:
,,ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნილ მაღალ მაჩვენებელზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა” ნათქვამია სამინისტროა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




