სამინისტრო დევნილებს და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შეუძენს

„განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
„სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:
● ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
● ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
● ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
● ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
● ქ. გორი, სამების ქ.N1;
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს“ – აცხადებენ სააგენტოში.
მსგავსი სიახლეები

აკაკი გოგსაძე – ღვინის ფესტივალზე ჩვენი კომპანია წარადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


