ანა წითლიძე: კიდევ დიდი ხანი ივლით ჩაკეტილ წრეზე, რუსთავლის გადაკეტვაზე და რეგიონებში პერფომანსების ამარა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს გამოტანილ განაჩენს ელიტური კორუფციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ეხმიანება:
„არც ერთ პროტესტს არ ექნება შედეგი თუ სამართლიანობა არ უდევს საფუძვლად.
ამიტომ კიდევ დიდი ხანი ივლით ჩაკეტილ წრეზე, რუსთავლის გადაკეტვაზე და რეგიონებში პერფომანსების ამარა.
ყველა ვინც ტოლობას სვამთ წინა და ახლანდელ ხელისუფლებას, მიშა და ბიძინას შორის, ღირსები ხართ, გისურვოთ, იგივე წრეზე სიარული და იგივე გამოიაროთ მაგრამ ეს ქვეყანა არ იმსახურებს სასარგებლო იდიოტების გადაყოლებას.
მიხეილ სააკაშვილს 9 მიუსაჯეს ისეთ საქმეზე სასაცილო იქნებოდა ამ ქვეყნის ტრაგედია რომ არ იყოს.
სალომე ზურაბიშვილის კისერზეც არის ეს განაჩენი.
გიორგი მარგველაშვილის კისერზეც არის რომელსაც გრიფით საიდუმლოს მოხსნას მოვუწოდებდით რომ ყველას ენახა ამ საქმის აბსურდულობა და არ ქნა.
თემო ჯანაშიამ რომელსაც მეუღლის მზითევიც კი დაყადაღებული აქვს ეს 300 ათასი როგორ უნდა გადაიხადოს არ ვიცი.
ჩვენთვის ეს ბრძოლა არც გუშინ არ დაწყებულა, არც რამდენიმე წლის წინ, 13 წლის წინ დაიწყო – ბოლომდე მივიყვანთ გამარჯვებით“ – წერს ანა წითლიძე.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


