პრეზიდენტი: ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვების ოჯახს ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში დატტიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:
„ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ.
ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“- წერს მიხეილ ყაველაშვილი.



![აფხაზეთში დაღუპული ბავშვების მერხები დღეს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/01/dac3440d-a170-443b-96cd-644887329ce5-960x540.jpeg)
