stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას – გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა

08.12.2024 / 8 დეკემბერი 2024
კახა კალაძე: ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას – გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა

„ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას“, – განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში. 

კახა კალაძის თქმით, ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოყვეს. 

„უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, ქვეყნის ჩამოშლის მცდელობის ადგილად. ის იქცა საზოგადოების დაპირისპირების, ბულინგის, შეურაცხყოფის ადგილად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებსაც არ შეიძლება წავართვათ სიხარულისა და ბედნიერების განცდა. 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატარები გავმიჯნოთ მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესებისგან. ვხედავთ, ძალიან სახიფათო საშიშ განცხადებებს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და მოუწოდებდა სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისკენ. რომ არა საზოგადოების აღშფოთება, დარწმუნებული ვარ, ალბათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც მოუწოდებდა იმავე განცხადებით.

ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას. განადგურებული რუსთაველის გამზირის ფოტოების დემონსტრირება და სიხარულის ყიჟინით ამის რომანტიზება გაცილებით რთული აღმოსაფხვრელია ჩვენი შვილების ცნობიერებიდან, ვიდრე თვითონ გამზირის განახლება და მისი მოწესრიგება.

უნდა დასრულდეს დაპირისპირება, ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის. ვფიქრობ ამ გამოწვევების გადალახვა საერთო ძალისხმევითაა დასაძლევი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები და დაიდგა მთავარი ნაძვის ხე. მისივე თქმით, დაუშვებელია, კითხვის ნიშანი დაისვას მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე.

„დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები. რასაკვირველია, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც ბოლო წლებია უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, უამრავი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოდის. რაც მთავარია, ჩვენს პატარებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, იზეიმონ და ბედნიერები შეხვდნენ ახალ წელს. თქვენ წარმოიდგინეთ, საომარი მოქმედებების დროსაც კი დგამენ ნაძვის ხეს და უქმნიან პატარებს საახალწლო განწყობას. 

არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაისვას მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე.

ჩვენ კი ყველამ ერთად უნდა ვუსურვოთ გამარჯვებები ამ ქალაქს და ამ ქვეყანას, რადგან საერთო გამარჯვების გარეშე წარმატება შეუძლებელია.

მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს. 

ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში – ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარალიმპიელების გამარჯვებები, UFC (იუ ეფ სი)-ს ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები.

წარმატებები გვქონდა არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია. 

ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიოში ყველაფერი, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი, ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც

შემდეგი პოსტი

დავით ქირია მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხეჯერ გახდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?

მეუფე გრიგოლი: ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან და არა პირიქით

მეუფე გრიგოლი: ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან და არა პირიქით