რამდენიმე პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობის მიღება, ან ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება – აღნიშნული მუხლის ფარგლებში შსს რამდენიმე პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ოფისებთან იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად იყო დაპირისპირება და ხმაური. როგორც „ქრონიკის“ კორესპოდენტი იტყობინება, ნიკა გვარამიამ სამართალდამცველს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სავარაუდოდ ის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს, სავარაუდოდ „დროას“ ოფისში აღმოაჩინეს დიდი ოდენობით პიროტექნიკა, ასევე სხვადასხვა ნივთი, რასაც საპროტესტო აქციებზე იყენებენ.
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ფეისბუქ“-ჯგუფის – „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ოფისშიც.
მსგავსი სიახლეები

“განაწყენებული ვიყავი ხელფასის გამო, ამიტომ ვთქვი რომ ენმ დავტოვე ” – თოდუამ ენმს წევრობა ენმს პარტიის ოფისში დაადასტურა

ენმ-მ ჩხოროწყუს საკრებულოს რამდენიმე რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხა


