stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებისაზოგადოება

ფსიქოლოგი: კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი

04.12.2024 / 4 დეკემბერი 2024
ფსიქოლოგი: კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი

სასწავლო პროცესის ჩაშლა ნიშნავს, იძულებას, მოარგო მოსწავლეს, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატური სოციალური როლი, – განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში ფსიქოლოგმა, გეშტალტთერაპევტმა დალი ლაშხიძემ.

მისი თქმით, „ჩვენ ყველა ვართ ამ დაძაბული ველის ნაწილი და რთულია, არ გვქონდეს გარკვეული დამოკიდებულება, რაც გადადის ფსიქოზურ მდგომარეობაში. წინ არის წამოწეული ფსიქოლოგიური ძალადობაც“.

ფსიქოლოგმა სკოლის მოსწავლეების აქციებში ჩართვაზე ისაუბრა და ამ პროცესს მოსწავლეებისთვის დამანგრეველი უწოდა.

„არსებობს ექსპერიმენტი, რა დროსაც ადამიანებს აქვთ როლები ციხის პატიმრების და ზედამხედველების. ადამიანი შედის რომელიმე როლში, ის ირგებს ამ პასუხისმგებლობას და ერგება ამ როლს. რატომ ვაკისრებთ ჩვენ უსუსურ, პატარა ბავშვებს, მოსწავლეებს, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვერც ხვდებიან ისინი – სვამენ კითხვებს- დედა, რას აპროტესტებენ, რატომ არ უნდა წავიდეთ სკოლებში და ა.შ. არიან გაურკვევლობაში, ჩვენ მათ ვაქცევთ მსხვერპლებად.

გარდა ამისა, ის რომ დემონსტრაციაზე წავიყვანოთ ბავშვი, გავიფიცოთ და აღარაფერი ვაკეთოთ- ეს არის დამანგრეველი. როდესაც ცოლ- ქმარს აქვს კონფლიქტი, ჩხუბობენ და ამ კონფლიქტში შემოჰყავთ ბავშვი, ის იჭყლიტება შუაში და მისი საშუალებით ცდილობენ, შური იძიონ ერთმანეთზე. ასეთ დროს, ჩვენ, ფსიქოთერაპევტები, ვაძლევთ რჩევას, რომ გავიყვანოთ ბავშვი ამ კონფლიქტიდან. ახლა კი, ვხედავ პროცესს, რომ ამ კონფლიქტურ სივრცეში შეჰყავთ მოსწავლეები, ბავშვები, განტევების ვაცი და მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს ბავშვების ტრავმირებას. ამ არასრულწლოვანებს დასჭირდებათ დარჩენილი ცხოვრება თერაპიაში გაატარონ.“- განაცხადა დალი ლაშხიძემ.

მისი შეფასებით, ჩვენ საზოგადოებას აკლია დიალოგის კულტურა „ჩვენ უნდა ვყვიროდეთ, ვეჩხუბებოდეთ ერთმანეთს. თუკი არსებობს კონფლიქტი, უნდა არსებობდეს განტევების ვაცი.“

„როდესაც საუბრობენ აღქმებსა და ხედვებზე- დიახ, აღქმა არის ინდივიდუალური და არსებობს გეშტალტთერაპიაში, რომ მე არ მოვედი ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ შენი იმედები გავამართლო და პირიქით- თუკი მე და შენ შევხვდებით ერთმანეთს ამ ხედვებში, ძალიან კარგი, თუ ვერა- ამას ვერაფერს ვუზამთ. ბოლოს კი- უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის ტკივილი, შიშები. დღეს საზოგადოება არის ძალიან შეშინებული, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის.

ამასთან, საზოგადოებაში არის დემონსტრაციულ- ისტერიული ფონი. თუ წავედი აქციაზე- უნდა დავდო სოციალურ ქსელში, მოვუწოდო სხვას და ვინც იქ არ არის, შევამკო ეპითეტებით, მოღალატე- არარაციონალური და არაადეკვატური რეაქციები გამოვწვიო, რომ როგორღაც ჩავითრიო. მგონია, რომ ეს არის გარკვეული შიში და გარდა ამისა, სიტუაციის წაკითხვის პრობლემა. ადამიანებს დაკარგული აქვთ კონტექსტი- წავედი, დამინახეთ, ვარ აქ- ეს ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები- ადამიანებს აკლიათ აღიარება, ისინი სულ რაღაცის მტკიცების რეჟიმში არიან. ეს არის კოლექტიური აზროვნების ეფექტი – მე თუკი ვაიდენტიფიცირებ ჩემ თავს ვიღაცასთან, საზოგადოებასთან, პროფესიულ სამეგობრო სივრცესთან და იქ, თუ რაღაც გარკვეული აზრი წარმოიშვა, რომელსაც არ ვეთანხმები, მიჩნდება სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. რატომ არ ვფიქრობ ასე… სწორედ ამ პროცესს ვუყურებთ ახლა, რაც დამანგრეველია. – განაცხადა დალი ლაშხიძემ.

წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები

შემდეგი პოსტი

სენაკში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჯუმბერ იზორიაა, მამაუკა ხაზარაძეს: თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას

ჯუმბერ იზორიაა, მამაუკა ხაზარაძეს: თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული , მათ ყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული , მათ ყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი