stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიეკონომიკამთავარი ამბები

ირაკლი კობახიძე – „ხობი 2 ჰესი“ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა

30.10.2024 / 30 ოქტომბერი 2024
ირაკლი კობახიძე – „ხობი 2 ჰესი“ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა

„ხობი 2 ჰესი” არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ხობი 2 ჰესის” ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 202 მლნ კვტ/სთ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას” წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, აგრეთვე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში, ანუ 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. გვაქვს აგრეთვე ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის – უკვე 10 000-ს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტროენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ. თითოეული მათგანის წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროგრესში, რასაც ქვეყანა აღწევს ეკონომიკური თვალსაზრისით და კონკრეტულად, ენერგეტიკის სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას. ასეთ კომპანიებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ხობი 2 ჰესის” დამფუძნებელმა ლაშა იორდანიშვილმა.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაურს „ხობი 2 ჰესის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ჰესი დაათვალიერებინეს და პროექტის განხორციელების ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

წინა პოსტი

დავით კოდუა: ანა წითლიძემ ზუგდიდში საკუთარი უბანში არჩევნები წააგო, თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა

შემდეგი პოსტი

წალენჯიხაში ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

ირაკლი კობახიძე: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება – აშენდა 174 ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება – აშენდა 174 ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ეკონომიკური ზრდის იმ სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს

ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ეკონომიკური ზრდის იმ სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს