16 აგვისტოს, ზუგდიდში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე კიკბოქსინგში და MMA-ში ბრძოლები გაიმართება [ვიდეო]
![16 აგვისტოს, ზუგდიდში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე კიკბოქსინგში და MMA-ში ბრძოლები გაიმართება [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2024/07/Capture-960x449.jpg)
16 აგვისტოს, ქალაქ ზუგდიდში ორგანიზაცია MAX FIGHT-ის მერვე ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მეორე სკოლის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე გელოდებათ 14 ბრძოლა, როგორც კიკბოქსინგში ასევე MMA-ში.
ქართველ მებრძოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: თურქეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომეხეთის, ირანის მებრძოლები.
ბრძოლებში მონაწილეობენ ზუგდიდელი სპორტსმენები: ლადო გაბისონია, ვასილ პაპასკირი, თემურ ჭეჟია, ვახო გაბუნია, ნუკრი აბრალავა, ალექს ჯიქია, ლევან დარასელია, ირაკლი ჯგუშია.
ღონისძიება ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება, დასაწყისი 20:00 საათი.



