stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

11.07.2024 / 11 ივლისი 2024
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

პრემიერ-მინისტრის და ასევე ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება. მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკავშირდება, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების გადადებას და, მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, ეს საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წვრთნები და, განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, აშშ-ისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. ეს წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილებას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე, ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის. რაც შეეხება ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი, ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტარული იარაღის საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს კითხვა დაუსვეს გერმანიის ელჩის განცხადებაზეც, რომელმაც გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

„მგონი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მარტივი არითმეტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, რომლებიც აქვს საქართველოს და აქვთ ასევე ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსაც, რადგან ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი გამოწვევები, ამოცანები და მიზნები. შესაბამისად, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

წინა პოსტი

ბიუჯეტი 519 მილიონით გაიზარდა – აქედან 102 მილიონი გადაეცემა მუნიციპალიტეტებს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების განცხადებაში ნათლად არის ასახული, რომ ძალიან დიდი პროგრესი აქვს მიღწეული საქართველოს, მათ შორის ევროპის საბჭოს მხარდაჭერითაც

ირაკლი ჩიქოვანი: მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების განცხადებაში ნათლად არის ასახული, რომ ძალიან დიდი პროგრესი აქვს მიღწეული საქართველოს, მათ შორის ევროპის საბჭოს მხარდაჭერითაც

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ