შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ

ღრმად ვარ შოკირებული იმ ძალადობით, რომელმაც კინაღამ შეიწირა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე წერს.
„ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკაში და ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი თანაგრძნობა მასთან და მის ოჯახთანაა.
ჩვენ ვდგავართ ამერიკელი ხალხის გვერდით!, – წერს პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა თუ ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

პრემიერი ზელენსკიზე: ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს


