„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული” – უცხოელი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დებიუტს აფასებენ

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”, „მამაცი ქართველები”, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის” – ეს კომენტარები უცხოელ გულშემატკივრებს ეკუთვნით. ისინი აღნიშნულ კომენტარებს ევრო 2024-ის ფეისბუკის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ წერენ. ასობით კომენტარი მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
მსგავსი სიახლეები

უცხოური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს დადებითად აფასებენ

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა


