stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას

25.04.2024 / 25 აპრილი 2024
ირაკლი კობახიძე: მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

„მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ისტორიულად, ჩვენს პატარა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ქვეყანას იმპერიების გზაგასაყარზე უწევდა არსებობა. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარი სამშობლოს, მამულის დასაცავად.

საუკუნეების მანძილზე, ქართველები ერთგულად იცავდნენ საკუთარ ენას. ბოლოს, 1978 წელს ჩვენი მშობლების თაობა მტკიცედ დადგა ქართული ენის დასაცავად, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება გადაწყვიტა. ხალხის პრინციპულობამ შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია.

ჩვენ, ქართველებს საუკუნეების მანძილზე გვიწევდა ბრძოლა საკუთარი სარწმუნოების, ქრისტიანობის დასაცავად. ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს. ამიტომ, ყველა დამპყრობელი თავის პირველ ამოცანად ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე შეტევას ისახავდა მიზნად. ბოლოს ამას აკეთებდნენ საბჭოთა ბოლშევიკები, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ და მორწმუნეებს ლოცვას უკრძალავდნენ. თუმცა, საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ქრისტიანობის დაცვა და შეინარჩუნა.

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გამოწვევები მსგავსია იმისა, რომელთა წინაშეც საქართველო საუკუნეების მანძილზე იდგა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს გამოწვევები დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევებად იქცა, რომლებიც რისკებს თანაბრად უქმნის როგორც პატარა, ისე ყველაზე დიდ ქვეყნებსა და ერებს.

დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა პრემიერმა.

წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

შემდეგი პოსტი

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ