სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებთან დაკავშირებით გუბერნიაში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციის წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის თამაშებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა შედგება მუნიციპალური, რეგიონული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი ეტაპებისგან.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.





