stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებისპორტი

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21.03.2024 / 21 მარტი 2024
პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა.

“მინდა ყველას მოგესალმოთ. გაგიზიაროთ ჩემი და მთლიანად საქართველოს სიხარული.  მე მომეცა დღეს გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც ბევრი ასპექტით ძალიან სამაგალითოა. ახალგაზრდებისთვის ეს მაგალითია, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიონ – არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ იმიტომ, რომ სპორტი არის მართლაც საერთაშორისო დარგი. საიდანაც არ უნდა იწყებდე მთავარი ისაა, რომ ახვიდე მაღალ ადგილზე და ამის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის იმ დროს, როცა უნდა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი მათი მომავლისთვის ამის განსახიერებაა, მიუხედავად იმისა შემდგომში სპორტს გაჰყვებიან თუ არა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენსავით გამარჯვებული სპორტსმენები არიან მათთვის ცოცხალი მაგალითები და ჩვენს საზოგადოებას ზოგადად აკლია მაგალითები, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე, არანაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობის დროულად შენარჩუნება მოისურვეთ. დღევანდელ დღეს ესეც ძალიან სერიოზული გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, რათა მათ დროულად გამოიჩინონ ეს სურვილი – დაიბრუნონ ან შეინარჩუნონ [მოქალაქეობა]. ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ახლა არ შევალ ამ იურიდიულ დეტალებში, მაგრამ ეს სურვილი მათგან, თქვენგან, ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან, ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყო მაინც გინდა, რომ ატარო საქართველოს დროშა და იყო საქართველოს წარმომადგენელი. ამისთვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, მინდა, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმიტომ, რომ თქვენი მეშვეობით ეს გზავნილი გავა და უკვე გავიდა.  დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისგან, ძალიან ბევრი ახალგაზრდისგან ატაცებული იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ [მოქალაქეობის] შენარჩუნების, აღდგენის, მინიჭების სხვადასხვა ფორმაა და ეს შემდგომ თქვენ თავად უნდა (თუ გინდა ჩვენთან ერთად) გაარკვიოთ. მაგრამ, მთავარი ნება და ეს ნება გამოიჩინეთ, დღეს ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ქართველობა და ეს არის ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი – სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო წარმატებული. ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ილია თოფურიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის:

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება. საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვღებულობ სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს!“- განაცხადა ილია თოფურიამ.

ამავე თემაზე:

წინა პოსტი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

შემდეგი პოსტი

ილია თოფურიამ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია აბაშელია

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია აბაშელია