Სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი უჩივის

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს კოორდინატორი ლევან პაპავა, სასამართლოში უჩივის და სასამართლოსგან ითხოვს, განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინოს, ასევე მორალური ზიანი აუნაზღაურდეს.
ლევან პაპავა, უშუალო უფროსის, გიორგი ტალახაძის მიერ დაბალ წლიურ შეფასებას მიკერძოებულსა და უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მის მიერ განსხვავებული აზრის გამოთქმას უკავშირდება.
ლევან პაპავა, ასევე განმარტავს, რომ ეთიკის დარღვევაზე კონკრეტული თანამშრომლის მიმართ მან კანონის ფარგლებში იმოქმედა, თუმცა გადამოწმების და რეაგირების ღონისძიებების ნაცვლად, ომბუდსმენმა მის წინააღმდეგ გაატარა, არა სამართლიანი და არა ჯეროვანი პროცედურები.
„არსებობს პროფესიული საჯარო მოხელეების, მათ შორის ჩემიც, რომელიც დასაქმებულია სახალხო დამცველის აპარატში, წლიური შეფასების სისტემა. 2023 წელს, უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ასე ვთქვათ, ჩემს შეფასევად განისაზღვრა “დამაკმაყოფილებელი”, რომელიც ზოგადად ნეგატიური შეფასებაა. Ვინაიდან წინა წლებში, მე ყოველთვის მქონდა კარგი და საუკეთესო შეფასებები, ასე რომ ვთქვათ, სხვა ხელმძღვანელების მხრიდან. ᲑᲣნებრივია ამ ყველაფერს, ედო დისკრიმინაციული მოტივი და საფუძველი ჩემი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, რომელთა მიმართებაშიც მე, 2023 წელს, მქონდა გარკვეული, განსხვავებული შეხედულებები რამდენიმე სამუშაო ეპიზოდთან დაკავშირებით. Ამ განსხვავებულ შეხედულებებეთან დაკავშირებით, კონსტრუქციული კომუნიკაცია სახალხო დამცველის მოადგილეებთან, რომელიც ცნობილი გახდა ხელმძღვანელისთვის, რომ მიუღებელია განსხვავებული მოსაზრება და პოზიცია დაქვემდებარებული თანამშრომლის მხრიდან და შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახა ნეგატიურ შეფასებად და გამოიყენა ასე, რომ ვთქვათ, სადამსჯელო ბერკეტი. Ზოგადად, გარკვეულწილად მატერიალური ზიანიც კი მომადგა, იმ თვალსაზრისით, რომ წლიური შეფასების მიხედვით მოხელეებისთვის არის განკუთვნილი მოქმედი კანონდმებლობის წახალისების ფორმები, ზოგჯერ შეიძლება იყოს არამატერიალური წახალისების ფორმა, როგორიცაა მადლობის გადახდა მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის ფულადი ჯილდო ს გაცემა, რაც მიიღეს ჩემმა თანამშრომლებმა და ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი”,- აცხადებს ლევან პაპავა stv-სთან საუბარში.
ლევან პაპავას განცხადებით, სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის გიორგი ტალახაძის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა და Სწორედ, ამის გამო, იძულებული შეიქმნა, სასამართლოსთვის მიემართა.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, მე გამოვიყენე შიდა გასაჩივრების მექანიზმი, მივმართე სახალხო დამცველს და მოვითხოვე ამ გადაწყვეტილების შეცვლა, ანუ რაც უშუალო ხელმძღვანელის მიერ იქნა მიღებული კონკრექტული მტკიცებულებებით, შესაბამისი დასაბუთებებით და მათ შორის, ვუთითებდი, დისკრიმინაციულ ნიშანზე, მოპყრობაზე და შედეგზე, რასაც მოქმედი კანონდმდებლობა ითვალისწინებს და კრძალავს კიდევაც. Სახალხო დამცველმა სამწუხაროდ, არ განიხილა ჩემი განცხადება დისკრიმინაციის თვალსაზრისით რომ შეესწავლა დისკრიმინაციის ფაქტი, თუ დადგინდებოდა მის აღმოფხვრაზე ეზრუნა. Ჩემი უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მე იძულებული გავხდი მიმემართა სასამართლოსთვის. ვითხოვ, სახალხო დამცველის ბრძანების გაუქმებას, ახალი ბრძანების დაწერას, ასევე, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას”, – აღნიშნა ლევამ პაპავამ ჩვენთან საუბარში.
თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას.
“სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ.
რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ.
ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის, ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი განიხილა აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა.
ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Სახალხო დამცველის აპარატის მოქმედმა თანამშრომელმა სასამართლოს, მიმდინარე წლის 26 თებერვალს მიმართა. Როგორც ცნობილია პირველი სხდომა, 3 ივნისს არის ჩანიშნული.




