დღეს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
2004 წელს, ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ.




