გიორგი კალანდია, მუზეუმის ყოფელ თანამშრომელზე: „რეპრესირებული“ ქალბატონი სინამდვილეში აღმოჩნდა დეზინფორმატორი

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი თანამშრომლის მიმდინარე დავის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინებას აქვეყნებს.
„ესეც კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელსაც დოკუმენტით გამყარებულს ვაქვეყნებ! (პერსონალური მონაცემები საგანგებოდ დაშტრიხულია)… აი, ის ძვირფასი ზუგდიდელი ქალბატონი, რომელიც ათას საზიზღრობას გვაბრალებდა, მათ შორის საბჭოთა რეპრესიების განხორციელებასა და ტერორს, რომლის უსაფუძვლო ბრალდების გამო ზოგიერთმა „პოლიტიკურმა“ სუბიექტმა მონა და ზონდერის გვიწოდა… უზენაეს სასამართლოშიც ჩვენს წინაშე პირწმინდად დამარცხდა…. 15 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს სახელით გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება… ამდენად, „რეპრესირებული“ ქალბატონი სინამდვილეში აღმოჩნდა დეზინფორმატორი და ცილისმწამებელი, არცერთი ინსტანციის სასამართლომ მისი არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა… ამდენად, ეს მოკერებული იარლიყები უკვე არამარტო სასაცილოა არამედ სრული ფიქციაც… ვულოცავ ზუგდიდის დადიანების სასახლეს, მის უმაგრეს კოლექტივს, ბრწყინვალე ადვოკატს, მუზეუმის შესანიშნავ დირექტორს დავით ოყუჯავას და ჩემს თავს ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვებას… სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება…“ – წერს გიორგი კალანდია.

მსგავსი სიახლეები

გიორგი კალანდია: დადიანების სასახლის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა თანამშრომლების ფარული მიყურადება

მიწის ნაკვეთი, წალენჯიხის მერს ედავებოდნენ სახელმწიფო საკუთრება აღმოჩნდა – რა განცხადებას ავრცელებს გიორგი ხარჩილავა?


