stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით

01.03.2024 / 1 მარტი 2024
ლევან დავითაშვილი: საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით

საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის გაზით მომარაგების კუთხით, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რაშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა დღეს ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალზე სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პროექტის მიმდინარე საკვანძო საკითხები და მისი განვითარების სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს. მინისტრთა სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება საქართველოს აქტიური თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, იმისთვის, რომ ამ პროექტის შესაძლებლობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს და მან კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ევროპის გაზით მომარაგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაქოში მიმდინარე შეხვედრა საქართველოსთვის ასევე სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ის კარგი შესაძლებლობაა პარტნიორ ქვეყნებთან ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ.

წინა პოსტი

რუსეთმა ნავთობის ექსპორტი დროებით აკრძალა, საქართველოში საწვავის ფასების ზრდას ელოდებიან

შემდეგი პოსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა თუ ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა თუ ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

ლევან გელბახიანი ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს

ლევან გელბახიანი ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს