აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს

რუსმა სპელეოლოგებმა აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს. ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტული რადიო Sputnik-ის ეთერში სპელეოლოგმა გენადი სამოხინმა განაცხადა.
„ ვიპოვეთ ერთი გამოქვაბული, რომელიც ცნობილი იყო 60-იანი წლებიდან და შესაძლოა უფრო ადრეც. ჩავედით მასში, ვნახეთ, რომ მღვიმე საინტერესო იყო, მდინარით. დაიწყო მიმდებარე რეგიონის შესწავლა, ამ რაიონში 20-მდე გამოქვაბულია, 15 ცნობილი იყო ჩვენს ჩამოსვლამდე“, – განაცხადა სამოხინმა.
აღმოჩენილი უდიდესი გამოქვაბულის სიღრმე 300 მეტრს აღწევს, დანარჩენების სიღრმე 15-დან 27 მეტრამდე მერყეობს. მაგრამ ეს, მეცნიერის აზრით, არ არის ზღვარი. თუ თიხას გავთხრით, გამოქვაბულების სიღრმე შეიძლება ბევრად მეტი იყოს.
„რატომ გვაინტერესებს ასე? შესაძლოა წყაროს მიწისქვეშა ნაწილში ჩავიდეთ. შესაძლოა ჩავიდეთ წყალშიც, ზღვისკენ და ზევით, ქედისკენ. ეს ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ ვცდილობთ იპოვეთ მღვიმეში შესასვლელები“, – განაცხადა სამოხინმა. მეცნიერის თქმით, აფხაზეთი უნიკალურია მრავალი ღრმა გამოქვაბულებით.
შესწავლილი გამოქვაბულების ასაკი მილიონობით წელია, სულ მცირე ხუთი ან მეტი, ისინი გაჩნდნენ, როდესაც დაიწყო კავკასიონის მთების ჩამოყალიბება – ვარაუდობენ მეცნიერები.



