ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო ზუგდიდის თეატრის მსახიობი გადაეცა

დღეს, ქართული თეატრის დღეს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიურ კონკურსში „თეატრალური სეზონის ქალის საუკეთესო როლისთვის“ გამარჯვებული გახდა ზუგდიდის თეატრის მსახიობი – მარინა ბურდული, სპექტაკლით ,,ღამე მშვიდობისა, დედა” ჯესი ქეითსის როლის შესრულებისთვის. სპექტაკლის რეჟისორი ლაშა შეროზიაა.
„მადლობა ჟიურის წევრებს. ქალბატონ ნანა ბუკიას ჩემს პარტნიორს, რომლის სწორი, პარტნიორული ურთიერთობის დიდი დამსახურებაა. ლაშა შეროზია – არ შემიძლია იმ უდიდესი შრომისთვის, თავდადეისთვის, ნდობისთვის მადლობა არ გადაგიხადო. მე იმედი მაქვს ძალიან მალე დაუბრუნდები შენს საყვარელ თეატრს, საყვარელ არტისტებს, მაყურებელს“ – აცხადებს მარინა ბურდული.





