აფხაზეთში ე.წ. გაი მოსახლეობას აფრთხილებს

12-13 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში ამინდის გაუარესებისა და თოვლის სახით ნალექისთვ ელოდებიან, სააგენტო აფსნიპრესის ინფორმაციით უამინდობასთან დაკავშირებით ე.წ. საგზაო პოლიციას სამზადისი აქვს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რესპუბლიკური საავტომობილო გზის ოპერატიულ გაწმენდას და გზის მოყინულ მონაკვეთებზე ქვიშის დროულ დაყრას. ქვიშიანი სატვირთო მანქანები უკვე მორიგეობენ ე.წ. საგზაო პოლიციის სტაციონარული პუნქტებში. 13, 14 და 15 იანვარს მოსალოდნელია გაგრილება და ჰაერის ტემპერატურის ვარდნა ნულამდე. ე.წ. გაის თანამშრომლები მოუწოდებენ ყველას გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე გზებზე და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობისგან“ – აღნიშნულია აფსნიპრესის მიე გავრცელებულ განცხადებაში.




