ოკუპირებულ აფხაზეთში მანდარინის ექპორტი შემცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, მანდარინის ექსპორტის მოცულობამ სეზონის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე 21 680 ტონა შეადგინა, რაც 5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Apsnypress-ს ე.წ. საბაჟო კომიტეტის საბაჟო სტატისტიკისა და ანალიზის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსპორტის მოცულობის 20%-ით შემცირება იმით არის განპირობებული, რომ წელს მოსავალი წინა წელთან შედარებით ნაკლები იყო. როგორც წესი, აფხაზური მანდარინი ექსპორტზე მარტის ბოლომდე გადის. ე.წ. საბაჟო კომიტეტის პროგნოზით, ციტრუსის ექსპორტის მოცულობამ შესაძლოა კიდევ 50 ათასი ტონა შეადგინოს.




