საქართველოში პირველად სენაკში ნაძვის ხე საერთო, სახალხო გათამაშებაში გამარჯვებულმა აანთო

სენაკი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტია სადაც ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი საერთო სახალხო ინტელექტუალურ გათამაშებაში გამარჯვებულმა აანთო.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დამონტაჟებული სცენიდან წამყვანი მუნიციპალუტეტის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ კითხვებს სვამდა. ე.წ. ,,ქალაქის თამაშის” მონაწილეებს კითხვის პასუხები შესაბამის შენობებზე გაკრული ქიუარ კოდებით უნდა გამოეცნოთ. კითხვებს სირთულიდან გამომდინარე შესაბამისი ქულები ჰქონდა მინიჭებული.
თამაშში თიკა ჯანაშიასა და მთვარისა გორდეზიანის გუნდმა გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდი ახალი წლის დღეებში დასასვენებლად ათენში გაემგზავრება, მათ გამგზავრებას გათამაშების სპონსორები კაოჯენი და რეგიონში პირველი სავაჭრო ცენტრი ,,ზუგდიდი მოლი” უზრუნველყოფენ.
გამარჯვებულ გუნდს პატივი ერგო აენთო სენაკის მთავარი ნაძვის ხე.
გათამაშების მეორე ადგილზე გასულ გუნდს კომპანია ,,Black Sea Production”-მა ფულადი ჯილდო გადასცა.




