მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები. მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დაათვალიერა.“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




