ევროპარლამენტის რეზოლუცია: საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის შემოღება, რომელიც გამოყენებული იქნება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას

საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის შემოღება, რომელიც გამოყენებული იქნება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე გაფართოების საკითხებთან მიმართებით, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 468-მა ევროპარლამენტარმა. 99 ევროდეპუტატი წინააღმდეგი იყო, 58-მა კი თავი შეიკავა.
„საჭიროა ევროკავშირში გატარდეს შიდა რეფორმები, გაფართოების პროცესის პარალელურად, რათა უზრუნველვყოთ ევროკავშირის მზადყოფნა ახალი წევრების ეფექტური ინტეგრაციისთვის. მათ შორის საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის შემოღება, რომელიც გამოყენებული იქნება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე გაფართოების საკითხებთან მიმართებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი


