ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 8 მინი მოედანი სრულად განახლდა

ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა 8 მინი მოედანი შემდეგ მისამართებზე: ნინოშვილის ქუჩა, 9 აპრილის ხეივანი, ბარათაშვილის ქუჩა, გურიის ქუჩა, არზიანის ქუჩა, ახალ რაიონი, კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში – მოეწყო ხელოვნური მინდვრის საფარი, განთავსდა ახალი კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა გარე განათება, შეიღება მთლიანად შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.
პარალელურად, დასრულების ეტაპზეა კუნძულის სანაპიროზე ჩოგბურთის კორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.




