ნინო წილოსანი ხობში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას დაესწრო

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
თემაზე – „გენდერული მეინსტრიმინგი – გენდერული გავლენები“ – საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს მოწვეულმა ტრენერმა ელენე ბერიაშვილმა ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით ფორუმ-თეატრი გაიმართა.
ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია,მოადგილეები: ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გრეტა წიწავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.




