წითლიძე პარტიიდან გასულ წევრებზე – მოვუწოდებ, რადგან პარტია დატოვეთ, ასევე დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები და თანამდებობები საკრებულოებში

ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია – თუ გულწრფელები არიან, უნდა დატოვონ საკრებულოში მანდატები და მაღალი თანამდებობები, რომელიც აქვთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე საკრებულოს 14 წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
წითლიძის თქმით, მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან თუ გულწრფელები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში „იქნებიან მანდატების ისეთივე ქურდები, როგორსაც ეძახდნენ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასულ ადამიანებს“.
წითლიძის თქმით, თუ ისინი მანდატებს დატოვებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს სიით შეიყვანონ პარტიის წევრები.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე, მისი ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია. ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია, როცა არ გაითვალისწინეს მიხეილ სააკაშვილის არც ერთი განცხადება და მოწოდება ერთიანობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მოდიოდნენ თანხვედრაში პარტიის პოზიციებთან, უბრალოდ ეს დღეს გააფორმეს ასე ოფიციალურად. წარმატებები შემიძლია ვუსურვო და თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი გაუვლია არაერთხელ. „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არ არის კონკრეტული გვარები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არის თავის მრავალათასიანი ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი.
მინდა მათ მოვუწოდო – თუ თქვენ ბოლომდე გულწრფელები ხართ, რადგან დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები საკრებულოებში და „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ მხოლოდ, იმიტომ, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები,“ – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ენმ 17-მა ადგილობრივმა ლიდერმა დატოვა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ
მსგავსი სიახლეები

ავთანდილ გაბელაიამ პარტია ნაციონალური მოძრაობა და ფრაქცია დატოვა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება


